ავტორი: მაიკლ როზენი, თარგმანი:კესო კვირკველია
იყო და არაი ყო რა,იყო ერთი ძალიან მდიდარი და მსუქანი მეფე. იგი მდიდარი იყო, რადგან ძალიან ბევრი ადამიანი მუშაობდა მისთვის, და იყო მსუქანი, რადგან ბევრს ჭამდა და სვამდა. თუმცა ის ძალიან დაკავებული მეფე იყო. ყოველდღე დადიოდა ბაღში შემოვლაზე, ათვალიერებდა მებოსტნეებს, რომლებსაც მოჰყავდათ არომატული მარწყვი, გემრიელი წვნიანი ატამი და ქლიავი.ასევე ყოველდღე ათვალიერებდა მკერავებს რომლებიც კერავდნენ მისთვის აბრეშუმის მაისურ, და ყოველდღე ამოწმებდა დურგლებს, რომლებიც ამზადებდნენ მისთვის საწოლსა, მაგიდებს, კიბეებსა ყველა საჭირო ხის ნივთებს მისი მშენებლობისთვის.
სადაც არ უნდა წასულიყო,მას ყოველთვის თან მიჰყავდა თავის ძველი მეგობარს, ლორდი ჩემბერლენი. ძველი მეგობარი ბედნიერი იყო მეფის თანხლებით, ან შეიძლება თავს აჩვენებდა ,რომ ის იყო ბედნიერი, რადგან, სადაც მეფეს მიჰყვებოდა, ლორდს უნდა ემღერა მისი ორი საყვარელი სიმღერა ” ბედნიერი დღე „ და “ღმერთო დაიფარე მეფე.”
ერთი დღეს სანამ ბედნიერი,მსუქანი მეფე და ლორდი ჩემბერლენი შემოივლიდნენ, მრგვალ სადარბაზოში მებოსტნეები, მკერავები და დურგლები ისხდნენ და საუბარი.
პირველმა მოხუცმა ჯეკმა დაიწო საუბარი.
„იცით რა არის სასაცილო, მთელი ჩემი მუშაობის მანძილზე უამრავი ტონა ატამი მომიკრეფია მეფის ხეხილის ბაღში და ალბათ ვჭამე რაც ამ ჩემს ხელის გულზე დაეტევაო.”
მეაბრეშუმე ჯოზეფმა თქვა:
მე არ ვიცი თქვენს შესახებ, ჯეკ, მაგრამ მე იმდენი აბრეშუმი შემიკერია ჩემს მუშაობის მანძილზე,რომ შეიძლება ზღვამდე გავჭიმოთ და უკან, ჩემთვის კი საკმარისი მაუდიც არ მქონია -ჩემი შარვალის ხვრელები რო ამომეკერა,სხვა რომ აღარაფერი ვთქვათ აბრეშუმზე, “
შემდეგ დურგალი ნობი ალაპარაკდა
„შეგიძლიათ წამომყვეთ სახლში ამსაღამოს და გიჩვენებთ ჩვენს ყველაზე ძვირფას ნივთს–სამფეხა მაგიდას! როდესაც ვსადილობთ რიგრიგობით გვიჭირავს ის რო არ დაეცეს.ფიქრიც არ შემიძლია იმაზე თუ რამდენი რამ დამიმზადებია და გამიკეთებია მეფისთვის.
„მე ვაპირებ ყველაფერი მოვახსენო მეფეს“–თქვა მოხუცმა ჯეკმა. “ის კეთილი ადამიანია და რომ გაიგებს მე რამოდენიმე კვირის მანძილზე მშიერი ვიყავი, ცოტათი მეტ ფულს გადამიხდის“.
იოსიფმა თქვა რომ ის თავისი შარვლის შესახებ მოუყვება,ნობი კი თავის სამფეხა მაგიდაზე.
იმ დღეს როდესაც მეფე მივიდა ბაღში მოხუცმა ჯეკმა უთხრა
„თქვენო აღმატებულებავ“
„მოხუცო ჯეკ,როგორ ხარ?“–ჰკითხრა მეფემ.
„არც ისე ცუდად,უბრალოდ მინდოდა მეთქვა თქვენო აღმატებულებავ,თუ …“
„აბა იმღერე ჩამბერლეინ“დაიყვირა მეფემ „არ ინერვიული ჯეკ,არ ინერვიულო“
ლორდმა ჩემბერლეინმა დაიწყო სიმღერა “შენ არასდროს ისეირნებ მარტო“
„აბა აჰყევი ჯეკ,ეს ძალიან ლამაზი სიმღერაა“
და ჯეკმა,მეფემ და ლორდმა ჩემბერლეინმა ერთად დაიწყეს სიმღერა.
„დროა დაუბრუნდე მუშაობას ჯეკ“ უთხრა მეფემ და ჩემბერლაინს მიუბრუნდა.
შემდეგ ისინი მივიდნენ ჯოზეფთან,მეაბრეშუმესთან.
„როგორ მიდის საქმეები,ჯოზეფ“ჰკითხა მან მეგობრულად.
„არც ისე ცუდად თქვენო აღმატებულებავ,გმადლობთ“
„ძალიან კარგი“ თქვა მეფემ“აბა გვიჩვენე დღეს რა გააკეთე.“
ჯოზეფ ადგა და მიიყვანა ისინი დაზგასთან. და როცა ისინი მიდიოდნენ, მეფემ შეამჩნია ხვრელი იოსების შარვალზე, და ძლიერ გადაიხარხარა.
„საწყალი ჯოზეფი,იცი რომ შენს შარვალს ძალიან დიდი ხვრელი აქვს და უკანალი გიჩანს?
„რათქმაუნდა“–უპასუხა ჯოზეფმა მეფეს „ვიცი თქვენო აღმატებულებავ და ვაპირებდი თქვენთვის მეთხოვა…“
და ამ დროს ლორდმა ჩემბერლაინმა დაიწყო სიმღერა და ყველამ ერთად გადაიხარხარე,ჯოზეფი კი დაუბრუნდა თავის სამუშაოს.
შემდეგ ისინი წავიდნენ ნობის სანახავად.და როდესაც მივიდნენ ნობი იქ არ დახვდათ.
„ალბათ სადმე კუთხეშია“–თქვა ლორდმა ჩემბერლაინმა.
„არ მიყვარს ლოდინი,მინდა ჩემი ახალი საწოლი ვნახო,ნობი,ნობი“დაიყვირა მეფემ,მაგრამ პასუხი ვერ მიიღო.ნობის პალტო კარზე ეკიდა და ხელსაწყოების ჩანთა კი აივანზე იდო.ბეფე გავიდა აივანზე და ჩანთაში ჩაიხედა.და იქ მან ნახა მუხის ნაჭერი რომელიც მეფეს ეკუთვნოდა.
სწორედ ამ დროს ნობიც შემოვიდა.
„რა არის ეს“ იკითხა მეფემ.
ნობიმ არ იცოდა რა ეპასუხა
„ეს არის..ეს არის…“
მეფე მიუბრუნდა ჩემბერლაინს“
„შენ როგორ ფიქრობ,რა არის ეს?“
„ეს თქვენი მუხის ნაჭერია თქვენო აღმატებულებავ “უპასუხა ჩემბერლეინმა
„კარგი,კარგი,კარგი,“თქვა მეფემ და ეშმაკურად ჩაიცინა „რა სულელი ხარ ნობი! აბა ჩამბერლეინ უთხარი თუ როგორი სულელია ის“
და ჩამბერლეინმა დაიწყო სიმღერა, რომელსაც ეწოდებოდა „შენ ხარ ჩემი მზე“ და ამავდროულა ამოიღო დანა და ყური მოაჭრა ნობის.
„ეს იმისთვის, რომ შენ არ იყავი ადგილზე როცა ჩვენ მოვედით“–უთხრა მეფემ.“შემდგომში როდესაც დაგიძახებთ,უფრო უკეთ გაიგონებ,არა?“
ჩემბერლეინი თან აგრძელებდა სიმღერას,და როდესაც ბოლო სიტვებს მღეროდა ენაც მოაჭრა ნობის.
„ეს იმისთვის,რომ შემდგომში დაფიქრდე რაზეც ლაპარაკობ“–უთხრა მეფემ.
ამ დროისთვის ლორდი ჩამბერლენი მზად იყო ხელები რო მოეჭრა მისთვის,მაგრამ მეფე, შეაჩერა ის და უთხრა რომ მას ჯერ მისი ახალი ლოგინი უნდა დაემთავრებინა.მას კი სთხოვა სიმღერა დაემთავრებინა.
ლორდმა ჩამბერლეინმაც შესრულა მეფის ბრძანება.
ამის შემდეგ ბედნიერი მეფე და მორჩილი ჩამბერლეინი ერთად გავიდნენ და დატოვეს ნობი გასისხლიანებული თავით.
„სულელი ნობი,შემდგომში უკეთ იმუშავებს.მისთვის რომ მიმეცა მუხის ნაჭრის მოპარვის უფლება,ის შემდგომშიც გაიმეორებდა მას ბევრჯერ. ბოლოს იმდენ ხეს დააგროვებდა რომ ჩემთვის მუშაობა აღარ დასჭირდებოდა, მე კი არ მეყოლებოდა არავინ ვინც ჩემთვის ლოგინებს და ლამაზ სკამებს გააკეთებდა,არა?“
„არა თქვენო ბრწყინვალებავ,თქვენ მართალი ხართ. რაც მთავარია ეს იქნება გაკვეთილი ყველა თქვენთვის მომუშავესთვის.“–უპასუხა ჩემბერლეინმა.
მეფემ ბედნიერად გაიცინა.
„დღეს კარგი საქმე გავაკეთე“–თქვა მან
„დიხ,კარგი საქმე გააკეთეთ“–თქვა ლორდმა
„სამართალი შესრულდა,არა? როგორ ფიქრობ ჩამბერლაინ?
„რათქმაუნდა თქვენო ბრწყინვალებავ“–უპასუხა ჩამბერლაინმა.
და ისინი სასახლისკენ გზას გაუდგნენ.
როდესაც ისინი წავიდნენ,მთელი გზის მანძილზე მინდვრებში მუშაობდა უამრავი ადამიანი რომლებმაც იგემეს მეფის სამართალი.მეფეს და ლორდ ჩემბერლის კი აზრადაც არ მოსდიოდათ თუ რაზე ფიქრობდნენ ისინი: დადგება დრო,როდესაც მეფის სიტყვა და სამართალი ბოლოსდაბოლოს შეწყდება–ერთხელ და სამუდამოდ.